15 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ისეთ ცალკეულ შემთხვევას, როგორიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა, ქვეყნის ევროპულ მომავალზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისეთ ცალკეულ შემთხვევას, როგორიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა, ქვეყნის ევროპულ მომავალზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

როგორც "ბლუმბერგი" წერს, "სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ინტერვიუში არ საუბრობს თავის გეგმებზე", თუმცა ამბობს, რომ არ ფიქრობს, რომ ცალკეული შემთხვევა საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.

ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ "ევროპის მიერ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად დრო დადგა".

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, რაც მისივე თქმით, რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო მისი ამბიციებისთვის "რუხ ზონად" მოიაზროს. სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაიდება, უნდა შეიცავდეს პუნქტს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"რუსეთმა უნდა გაარკვიოს, სად არის მისი საზღვრები," - ამბობს ზურაბიშვილი.

დღის ამბები