"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის", NDI-ის კითხვაზე, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
31% კი თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
26% კი აცხადებს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
საველე სამუშაოები 2022 წლის 3-დან 20 დეკემბრამდე ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია. კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. კვლევის პერიოდში კი 2 519 ადამიანი გამოკითხა.