15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
NDI-ის ​კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას 51% დადებითად აფასებს

მთავრობის საქმიანობას, "საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის", NDI-ის ​კვლევის თანახმად, 51% დადებითად აფასებს, 39% უარყოფითად, გამოკითხულთა 8% კი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით პროცენტით გაიზარდა.

საველე სამუშაოები 2022 წლის 3-დან 20 დეკემბრამდე ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია. კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. კვლევის პერიოდში კი 2 519 ადამიანი გამოკითხა. 

დღის ამბები