19 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
2023 წლის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საშინაო შეხვედრით იწყებს

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საშინაო შეხვედრით იწყებს. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი გუნდი გერმანიას შეხვდება, გუნდს, რომელთანაც 100 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. რვიდან რვა გამარჯვება, 63 გატანილი ლელო, ქულების საერთო სხვაობა 418-35 წინააღმდეგ. ბოლოს ამ გუნდების დაპირისპირება 2019 წელს ქუთაისში მასპინძლების გამარჯვებით 52-3 დასრულდა.

"ბორჯღალოსნებმა" 2000 წლიდან დღემდე რაგბი ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ მოიგეს. 2018 წლიდან საქართველო რაგბი ევროპის უცვლელი ჩემპიონია. ტიტული დაცვის შემთხვევაში ჩვენი გუნდი საკუთარ რეკორდს გაიმეორებს, ზედიზედ 6 გამარჯვება.

რაგბი ევროპის გათამაშებას ეროვნული ნაკრების საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს დავით ნინიაშვილი დაუბრუნდა. ნაკრებთან ერთადაა ლაშა მალაღურაძე, რომელსაც შანსი აქვს, რომ ეროვნულ გუნდში მეასე მატჩი ჩაატაროს. გერმანიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს მერაბ შარიქაძე. საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი გასვლითი მატჩი ელის. ბორჯღალოსნები 11 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდებს შეხვდებიან, ერთ კვირაში კი ესპანეთში ქალაქ ტორელავეგაში გაემგზავრებიან და ადგილობრივი ნაკრების დამარცხებას შეეცდებიან.

საქართველოსა და გერმანიის სარაგბო დაპირისპირებას ავჭალის სტადიონი უმასპინძლებს, ამ დროისთვის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, შეხვედრა 5 თებერვალს 13 საათზე დაიწყება.

დღის ამბები