24 აგვისტო 2026,   17:07
ვრცლად
სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 318 ოჯახს კომპენსაცია უკვე გადაეცა

სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. 318 ოჯახს კომპენსაცია უკვე გადაეცა.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და კომპენსაციებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტს 1 788 000 ლარი გამოეყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია გაეცნო.

სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, სამეგრელოს რეგიონს, ჯამში 6 780 000 ლარი გამოეყო.


 

დღის ამბები