26 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
ქართველი მორაგბეების კიდევ ერთი გამარჯვება - 75:12 ქართველმა ბორჯღალოსნებმა გერმანიას მოუგეს

ქართველი მორაგბეების კიდევ ერთი გამარჯვება - 75:12 ქართველმა ბორჯღალოსნებმა გერმანიას მოუგეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას 10 ლელო დაუდო. ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო, ეს რაგბი ევროპის პირველი შეხვედრაა.

"არ იყო რთული მატჩი, დიდი ანგარიშით შევძელით გამარჯვება, თუმცა კარგი არის ის, რომ ხარისხიანი რაგბის თამაში შევძელით არაერთ შემთხვევაში. მოსამზადებელია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, უკვე მოსული არის ფაქტობრივად, სექტემბერს და თითოეული სარაგბო წუთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის," - აცხადებს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

 

ავტორი: ოთო თევზაძე

დღის ამბები