15 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას "ტვიტერზე" ეხმიანება - შალვა პაპუაშვილი მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს," - წერს პაპუაშვილი. 

400-ზე მეტი გარდაცვლილი და ასობით დაშავებული - ასეთია გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში. 7,4 მეათედი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, თურქეთის დროით, დილის 4 საათისთვის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უძველეს ქალაქ დიარბაქირთან მოხდა. მხოლოდ თურქეთში, 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დღის ამბები