15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
საქართველოს მთავრობა თურქეთში, უახლოეს საათებში, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად ტექნიკას და მაშველებს გაგზავნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაგზავნის.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს დილით მოხდა.

დღის ამბები