14 ნოემბერი 2024,   22:13
ვრცლად
როდესაც თანხების მობილიზაციას აკეთებენ არა იმისთვის რომ ექიმი დაიქირაონ, არამედ PR კომპანია დაიქირაონ, რა საკვირველია ამას თაღლითობა ჰქვია - გია ვოლსკი

საქართველოს მართლმსაჯულება დამოუკიდებელია- აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მოსამართლემ მოისმინა პოზიციები, მოისმინა ექსპერტების ჩვენებები და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, საქართველოს მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა რომ ის გახლავთ დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას," - აცხადებს პაპუაშვილი.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება რომ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი განაჩენია დამდგარი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს.

"საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება იმაში რომ ეს განაჩენი დამდგარია სამართლიანად, არამხოლოდ სამართლებრივად სწორად, რომელიც დაადასტურა საერთაშორისო სასამართლომ - მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ისიც რომ სპეკულაციები მიდის ამ პატიმართან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია რომ ამაზე საზოგადოებას თავისი დამოკიდებულება გააჩნია. სუვერენულ ქვეყანაში უნდა იყოს კანონის უზენაესობა და დამოკიდებულება უნდა იყოს ყველას მიმართ ერთნაირი," - აცხადებს მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პოლიტიკურ თაღლითობად მიიჩნევს, როცა სააკაშვილის მხარე თანხების მობილიზებას არა ექიმის დასაქირავებლად, არამედ PR კომპანიისთვის ახდენს.

"როდესაც უარს აცხადებენ ექსპერტიზაზე, როდესაც უარს აცხადებენ მკურნალობაზე და უარს აცხადებენ შეთავაზებულ ყველანაირ პირობებზე, ერთი ექიმის ან ექიმთან ჯგუფის ჩამოყვანაზე, სახელმწიფოს ხარჯზე. როდესაც თანხების მობილიზაციას აკეთებენ, არა იმისთვის რომ ექიმი დაიქირაონ, თუკი სახელმწიფოს არ ენდობიან, არამედ PR კომპანია დაიქირაონ, რა საკვირველია ამას თაღლითობა ჰქვია, პოლიტიკური თაღლითობა, რათა სააკაშვილი დაიხსნან ობიექტური და სამართლიანი მსჯავრისაგან," - თქვა ვოლსკიმ.

დღის ამბები