გიორგი გახარიას პარტიას და საპარლამენტო მანდატს გიორგი ხოჯევანიშვილი ტოვებს. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადი გარემოებებითაა განპირობებული, ის ემიჯნება პოლიტიკურ პროცესს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებს.
"მე სრულად ვემიჯნები პოლიტიკურ პროცესებს, ვტოვებ პოლიტიკას, არ ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობის და საქმიანობის გაგრძელებას, ვაპირებ კერძო სექტორში დავბრუნდე.
იმ ეტაპზე, რომელზეც ვარ, როდესაც არ მეძლევა საშუალება, ვიყო ეფექტური მაჟორიტარი და მათი წარმომადგენელი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის არასოდეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა, ყოველთვის ამოვდიოდი საზოგადოების ინტერესებიდან, როდესაც ჩავთვალე, რომ მე ამ ყველაფერს ვეღარ ვახპორხიელებ ეფექტურად, მივიღე ეს გადაწყვეტილება," - ამბობს ხოჯევანიშვილი.