15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ნაციონალური მოძრაობის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობას სტრატეგია აღმაშენებელიც წყვეტს. მისი თქმით, პარტია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას ემხრობა.

"ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ სამწუხაროდ ასეთი შეთანხმება არ იქნება, სტრატეგია აღმაშენებელი იტოვებს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ქართულ ოცნებასთან წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის.

რაც შეეხება მანდატების საკითხებს, ეს არის დროის ამბავი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე და არა კომფორტის შექმნას", - თქვა მანჯგალაძემ.

დღის ამბები