პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ პოლარიზაციიდან ერთადერთი გამოსავალი დერადიკალიზაციაა.
"ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა ეს ასეა. თუმცა, პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა.
შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზაცია ხდება.
სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემა რადიკალიზაციაა და ამის მტკიცებულებაა ის ცარიელი სკამები, რომელსაც პარლამენტის დარბაზში ვხედავთ.
ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - დერადიკალიზაცია, ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.