15 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან – ევროკავშირი

მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან - ამის შესახებ ვენაში გამართული ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის შეხვედრის დროს ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდების და ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევას.

"რუსეთის დელეგაციამ აქაც და სხვა საერთაშორისო ფორუმებშიც უნდა შეწყვიტოს ამაზრზენი პრეტენზია, თითქოს თავად არის "მსხვერპლი". აგრესორი რუსეთია და მისი ძალები განლაგებულია სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არა პირიქით," - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი, რომელმაც უკვე შეწყვიტა რუსულ ენერგო რესურსების იმპორტზე დამოკიდებულება, სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს.

დღის ამბები