04 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა, ევროინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ კუთხით ხორვატული გამოცდილება გაუზიარა.

ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თსუ-ში წაიკითხა საჯარო ლექცია "ხორვატიის გამოცდილება ევროპაში ინტეგრაციის გზაზე" და ხორვატიისა და საქართველოს საერთო წარსულზე, საერთო პრობლემებსა და საქართველოს ევროპისკენ სვლის თავისებურებებზე ისაუბრა. გორდან გრლიჩ რადმანმა ლექციის შემდეგ უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

სტუდენტებისთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიღება ევროპაში პოლიტიკის შემქმნელისგან. თავად სტუმრისთვის კი საინტერესო აღმოჩნდა არაპოლიტიკური წრეებიდან ინფორმაციის მიღება და განწყობის განსაზღვრა.

დღის ამბები