07 მაისი 2024,   23:37
ვრცლად
მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში დარჩა - 34 წლის მამაკაცი მეგობრის მკვლელობას არ აღიარებს

მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში დარჩა. გადაწყვეტილება რუსთავის სასამართლომ მიიღო. მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა განცხადება სასამართლოში გააკეთა. 

ადვოკატი 3-ათასლარიან გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
 
მიუხედავად იმისა, რომ სალთხუციშვილი ახლა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს, ცნობილია, რომ ის მკვლელობის ღამეს პოლიციაში თავად მივიდა. გამოძიების , საქმეში ასევე დევს ბრალდებულის მეუღლის ჩვენებაც, სადაც ის მოტივზე საუბრობს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღის ამბები