საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - "საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე" სიტყვით გამოსვლისას მთავრობის ხედვაზე ისაუბრა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება ქვეყნის ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
"მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძელი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, მის უდიდებულესობას შეიხ მოჰამმედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და მასპინძელი მთავრობის პატივცემულ წევრებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციების და წინსვლის კონტექსტში და ეს სამიტი არის კიდეც ქვეყნის ურყევი ერთგულების ნიშანი გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით.
წლევანდელი სამიტის თემაა მომავლის მთავრობათა ფორმირება და განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში.
დღევანდელი შეკრება თქვენს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას მაძლევს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.
ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება," - განაცხადა პრემიერმა.