კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ათონელის რეზიდენციიდან ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი დაიბრუნა. მოხდა ნახატების დასურათება და იმ დაზიანებების აღრიცხვა, რომელიც ნახატებს აქვს.
ახლა დაზიანებებს ექსპერტები შეისწავლიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელშეკრულების გახანგრძლივება მოითხოვა, თუმცა მაშინ როდესაც შეთანხმების ვადა უკვე გასული იყო, ამიტომ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ არ იციან სად დაზიანდა ნამუშევრები, საკითხს კი პოლიტიკური სარჩული აქვს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამბავს პოლიტიკური სარჩული აქვს.
"სვიმონ დადიანის ნამუშევრები პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის უახლოესმა ოჯახმა საქართველოს საჩუქრად გადმოსცა. ვადები ყველანაირად დაცული გვაქ და არანაირი დაღვევა არ ყოფილა. რაც შეეხება დაზიანებებს ვერ დგინდება აქამდე დაზიანდა სანამ აქ მოვიდა თუ შემდეგ და ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული,"- აცხადებს ნაცვლიშვილი.
კულტურის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე კახაბერ თუმბაძე აცხადებს, რომ 2022 წლის დეკემბრის თვეში ამოიწურა ვადა, რის თანახმადაც ნახატები უნდა ყოფილიყო სასახლეში.
"ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ნახატები წავიღოთ. ექსპერტები დაადგენენ რა დაზიანებები აქვს ნახატებს და რესტავრაცია მოხდება,"- აცხადებს თუმბაძე.