22 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ხობის რაიონში მომხდარი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ასევე ქალია

"კურიერის" ინფორმაციით, ხობის რაიონში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქალია, სავარაუდოდ, დაპირისპირება თანხის გამო მოხდა.

"რუსთავის 2-ის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.  დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები