30 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ხობში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები და სავარაუდო მოტივი "კურიერმა" გაარკვია - რის გამო გაიმეტა სასიკვდილოდ ახალგაზრდა ქალმა ხათუნა ლაზარია

ხობში ქალმა ქალი ბლაგვი საგნით დაასახიჩრა და ცხედარი სოფლის გზაზე დატოვა. შემზარავი დანაშაული სოფელ ხამისკურში დღის მეორე ნახევარში მოხდა. გარდაცვლილი 50 წლამდე ხათუნა ლაზარიაა, რომელიც სასიკვდილოდ 30 წლის ქალმა გაიმეტა. მოკლულის გვამი გამვლელმა შენიშნა და პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა ადგილზე რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

დანაშაულის ადგილთან ახლოს მოსახლეობა ცხოვრობს - ხამისკურელებს დღის განმავლობაში ხმაური არ გაუგიათ. მამაკაცი კი, რომელმაც გვამი აღმოაჩინა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო მკვლელი ზუგდიდში ცხოვრობდნენ. ადგილობრივები, იქ, სადაც დანაშაული მოხდა ამბობენ, რომ არცერთ მათგანს არ იცნობენ.

სავარაუდო მკვლელი ხობის იზოლატორში მოათავსეს. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის შემდეგ 30 წლის ქალი პოლიციას თავად ჩაბარდა. მომხდარის ოფიციალური მოტივი უცნობია.

"კურიერის" ინფორმაციით კი, ქალებს შორის დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა, თანხას უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით მოკლულს დაკავებულის ვალი ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.



დღის ამბები