ამერიკას საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. ჯო ბაიდენმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად - რობინ დანიგენი წარადგინა. ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი სენატმა უნდა დაამტკიცოს. გადაწყვეტილებამდე კი მას კანონმდებლები კითხვა- პასუხის რეჟიმში მოუსმენენ.
რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბასა და ელ სალვადორის საელჩოებში.
დანიგენი, დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკის ელჩის თანამდებობაზე საქართველოში კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.