26 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ხალხის ძალის" ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური ძალების გამჭვირვალობის შესახებ" მხარს არ დაუჭერს

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ხალხის ძალის" ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური ძალების გამჭვირვალობის შესახებ" მხარს არ დაუჭერს.

დეპუტატის აზრით, "ხალხის ძალამ" სხვა ვერაფერი მოიფიქრა და კანონპროექტის რუსეთიდან დაკოპირებას აპირებს.

"რა თქმა უნდა, ასეთ ბოდვას მხარს არ დავუჭერთ. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ხალხის ძალაში რამდენიმე ისეთი ადამიანია, გული მიკვდება რომ ვუყურებ ისინი იქ არიან. მთელი მათი საქმიანობა და ძალისხმევა არის ერთი დიდი გაუგებრობა.
ეს კანონპროექტი პირდაპირ უნდათ, რომ რუსეთიდან გადმოიტანონ.

გაიხედეს, გამოიხედეს და 21-ე საუკუნეში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობოების წინააღმდეგ, იმის გაკეთება უნდათ ზუსტად, რაღაცას იშველიებენ ვითომ სხვაგანაც ასეა.

ეს, რა თქმა უნდა არის ძალიან აღმაშფოთებელი ძალისხმევა და გაუგებარი. არ ვიცი რა არის მათი მიზანი რეალურად, რაღაცა ხო უნდა გააკეთონ, მარტო კელი დეგნანის ლანძღვით იყვნენ დაკავებული, კელი დეგნანი აღარ იქნება ელჩი ცოტა ხანში და რაღაცით თავისი არსებობა ხო უნდა გაამართლონ და ისევე როგორც უნდა გაამართლონ თავიანთი „დაწესებულების“ თუ "ორგანიზაციის" არსებობა, იგონებენ ასეთ რაღაცეებს და პირდაპირ აკოპირებენ რუსულ რაღაცეებს, რაც ძალიან აღმაშფოთებელია,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები