საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უწყებების პირველმა პირებმა ბრატისლავაში მოაწერეს.
დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობა. აქტში, ასევე, აღნიშნულია სლოვაკეთის საგარეო უწყების მზადყოფნა, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
მხარეებმა ისაუბრეს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო გარემოსა და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.