15 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ევროკავშირმა უნდა გადმოიტანოს შტატების გამჭვირვალობის კანონი ლობირების შესახებ - "ეუროაქტივი"

ევროკავშირმა უნდა გადმოიტანოს შტატების გამჭვირვალობის კანონი ლობირების შესახებ- ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა "ეუროაქტივი"" აქვეყნებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ახალი გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება რომელიც ეფუძნება, შტატების კონგრესის მიერ გამოყენებულ კანონმდებლობას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მოითხოვეს. გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა სტრასბურგში ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატმა მონიკა ჰოლმაიერმა.

ჰოლმაიერმა, რომელიც ასამბლეის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს თავმჯდომარეობს, კოლეგებს მოუწოდა ევროკავშირმა აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის ეკვივალენტი შექმნა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი კანონი გაზრდის კონტროლსა და გამჭვირვალობას.

ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმების ჩატარებისკენ მოუწოდა, სანამ ისინი არ მოხვდებიან ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში და არ გამოქვეყნდება ხელშეკრულება ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

დღის ამბები