27 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
მოწამლა თუ არა ქალმა მიუსაფარი ძაღლი - დუშეთში მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, დუშეთში ქალმა მიუსაფარი ძაღლი მოწამლა - როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მანამდე ძაღლმა მის მცირეწლოვან შვილს უკბინა, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ძაღლი აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც ბავშვებმა ცხოველს "ასაფეთქებელი" ესროლეს.

სოციალურ ქსელში აზიარებენ პოსტის სქრინებს, სადაც დაზარალებული ბავშვის დედა ძაღლის მოკვლით საჯაროდ იმუქრება, მალევე გავრცელდა ფოტომასალა, რომელიც ასახავდა მკვდარი ძაღლის ფოტოებს - ადგილობრივები ძაღლის სიკვდილს მუქარას უკავშირებენ.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამების, ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

დღის ამბები