02 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
გახშირებული ვანდალიზმის ფაქტები და დაზიანებული სკვერები - ვანდალიზმის გახშირებული ფაქტების პრევენციის მიზნით მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მოამზადა

პარკები და სკვერები რომლებიც გადასახადების გადამხდელს მილიონობით ლარი უჯდება, ხშირ შემთხვევაში ვანდალიზმის ფაქტების გამო ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს.

თბილისის მერია კადრებს ასაჯაროებს სადაც ძირითადად ახალგაზრდები, ამტვრევენ და ზიანს აყენებენ ყველაფერს რაც ხელში მოხვდებათ -განათების ბოძები, სკამები, ნარგავები და სათამაშო მოედნები.

ვანდალიზმის გახშირებული ფაქტების პრევენციის მიზნით მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მოამზადა.

პარლამენტში კანონის დამტკიცების შემდეგ პირი რომელიც ვანდალურ ფაქტს ჩაიდენს პირველ ჯერზე 300-ით, ხოლო მეორედ 500 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

იგივე ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც, რომელსაც ზოგიერთი მოქალაქე ასევე მიზანმიმართულად აზიანებს.

დღის ამბები