14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით "ნაციონალურმა მოძრაობამ" წალენჯიხაში აქცია გამართა
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები რეგიონებში გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ამჯერად წალენჯიხაში შეიკრიბნენ. ადგილზე პარტიის თავმჯდომარეც იმყოფებოდა. აქცია 13 საათზე იყო დაანონსებული თუმცა დაგვიანებით დაიწყო.
 
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ ყველა აქცია თავს დედაქალაქში მოიყრის.
 
"ყველას მოვუწოდებ საქმისკენ, მოძრაობისკენ, მოქმედებებისკენ. ჩემო ძვირფასებო, საბოლოო ჯამში ყველა ეს აქცია თავს მოიყრის დედაქალაქში," - ამბობს ხაბეიშვილი.
დღის ამბები