დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. ზურაბ აზარაშვილს საკანონდებლო ორგანოში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში მოუსმენენ. მინისტრი დეპუტატებს 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნობს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, მათ სამინისტროსთან ნაყოფიერი სამუშაო წელი ჰქონდათ და არაერთი კანონპროექტი მიიღეს. სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის კომიტეტის ანგარიშიც.
ამასთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს იმ მიღწევებზე რაც ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოში სოციალური ფონის გაუმჯოებესების მიზნით გაატარა:
"იყო კონსტრუქციული თანამშრომლობა. ვიმსჯელეთ არაერთ კანონზე და მივიღეთ. 2023 წელს საპენსიო მატება აქვს ყველა სოციალურ ჯგუფს, მათ შორის წელს მოსალოდნელია სოციალურად დაუცველის ბავშვების ანაზღაურების ზრდა. რეფერენტული ფასები შემოვიდა სამი დღის წინ სახელმწიფოში. ბატონი მინისტრი იქნება პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანგარიშს წარადგენს კომიტეტის წინაშე,"-აცხადებს ზაზა ლომინაძე.