02 მაისი 2024,   09:10
ვრცლად
ჯემალ სეფიაშვილი იუბილარია - ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი 76 წლის გახდა

ჯემალ სეფიაშვილი იუბილარია. ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი დღეს 76 წლის გახდა. მუსიკალური ნაწარმოებები, ყველა თაობის მსმენელისთვის აქვს შექმნილი. შესაბამისად, დღეს მისი სიმღერები ალბათ ყველა ქართველმა იცის. როგორც თავად ამბობს, კომპოზიტორის გამარჯვებაა, როდესაც ქუჩაში, უბრალო გამვლელი მის სიმღერას წაიღიღინებს - ეს კი ზუსტად ასეა. წლების წინ შექმნილი კომპოზიციები დღემდე ყველასთვის საყვარელი და ძვირფასია.

მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველთვის თავისი შემოქმედებით ეხმაურებოდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა ემუქრებოდა, ჯემალ სეფიაშვილმა ირაკლი აბაშიძის ლექსზე დაწერა სიმღერა - "ო ენავ ჩემო, დედაო ენა". 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს გამოეხმაურა სიმღერით "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები".

დღის ამბები