24 აგვისტო 2026,   17:06
ვრცლად
როგორ მუშაობს კასპის მუნიციპალიტეტის "საქმიან ეზო" და რა ფუნქცია აკისრია მას​

რა კეთდება და როგორ მუშაობენ კასპის მუნიციპალიტეტის "საქმიან ეზოში" - ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. 

სწორედ "საქმიანი ეზოს" ფუნქციაა უზრუნველყოს ხე-ტყის ორგანიზებული დამზადება, ასევე მოსახლეობისთვის სათბობი შეშის შეუფერხებლად მიწოდება და სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში სულ 39 "საქმიანი ეზო" მოქმედებს.

დღის ამბები