27 აგვისტო 2026,   05:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის განაცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით მოთხოვნა უცვლელი რჩება და ისინი ბრალდებული პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

"ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი პუნქტი, ვერც ერთი სიტყვა, რომელიც შეესაბამება საქმის რეალობას. გადაწყვეტილება აგებულია პოლიტიკურ მოტივებზე, იგი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, შესაბამისად, მას ვასაჩივრებთ. ვითხოვთ, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააკაშვილს გადაევადოს სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძე.

 

 

დღის ამბები