"ლელოს" დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციის წევრები, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.
ასევე, შეხვედრები იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთანაც.
"ლელოს" დელეგაციიის შემადგენლობაში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია არიან.
"ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ვიზიტისას მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აგრძელებენ ჩვენი მეგობრები ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ, რა დახმარება შეიძლება ჩვენ გავუწიოთ ამ ბრძოლაში და ამავდროულად, გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან რომლებიც დღეს რადაში არიან წარმოდგენილი," - აცხადებს ბადრო ჯაფარიძე.