სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის კონფერენცია "გზა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ" გაიმართა. ღონისძიებაში ჩართულები არიან საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციები, მათი მიზანია წვლილი შეიტანონ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვაზე გაიზრდება, შეიქმნება სამუშაო პირობები და პაციენტის უფლებები იქნება დაცული. ღონისძიება" ჯანდაცვის ასოციაციის" ორგანიზებით გაიმართა.
"ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 2025 წლის პირველი იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ეს ეხება როგორც ამბულატორიებს, ასევე სტაციონარულ დაწესებულებებს, სავალდებულო ხდება აკრედიტაცია. სწორედ ჯანდაცვის ასოციაციის ფარგლებში დღეს ტარდება კონფერენცია, გზა საერთაშორისო აკრედიტაციისკენ, რომლის მიზანიც არის გააცნოს ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლებს თუ რა არის საერთაშორისო აკრედიტაცია," - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი ნინო კიკნაძე.