მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა თბილისის საკრებულოში. საღამო საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა. აქცენტი მშობლიური ენის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა 15 მეცნიერი და ხელოვანი.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა.