02 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
რის საფუძველზე კეთდება ახალ დიაგნოზებზე განცხადებები, როდესაც კონსილიუმს არც ანალიზები და არც კვლევის შედეგები არ აქვს ნანახი - ზურაბ ჩხაიძე

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის კონსილიუმის განცხადებებზეც. ზურაბ ჩხაიძის თქმით, კონსილიუმს ანალიზები და კვლევის შედეგები არ უნახავს, შესაბამისად, მისთვის საინტერესოა რის საფუძველზე კეთდება განცხადებები ახალ დიაგნოზებთან დაკავშირებით.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა კონსილიუმის ყველა წევრ ექიმის მიმართ, მაგრამ გვიჩნდება კითხვები. კონსილიუმის მხრიდან, ვერც პირველ და ვერც ბოლო შემთხვევაში, არც ანალიზები, არც სხვა ინსტრუმენტული კვლევის შედეგები ყოფილა ნანახი და უბრალოდ განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზები, კუჭის პარეზი ახსენეს მგონი, რის საფუძველზე, როდესაც კვლევის შედეგი არ არის ნანახი?!

პერესტალტირების უნარი კუჭს შენარჩუნებული აქვს, ჩატარებული დადასტურებულია ეს კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის საშუალებით.

ვისურვებდით მათთან უფრო მეტ თანამშრომლობას," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

დღის ამბები