27 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, არ დაკმაყოფილდა ადვოკატთა შუამდგომლობები. დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე და მოწმეთა სიაზეც მსჯელობენ. სხდომა ისევ გრრძელდება.

დაცვის მხარე ითხოვს გამოიკითხოს ჩინური კომპანიის ინჟინერი, რომელმაც უშუალოდ შეასრულა აპარატურის მონტაჟის სამუშაოები.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მათი ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს.

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, 9 დაკავებულიდან 4-ს ბრალი დაუმძიმა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, "გრინსერვის პლიუსის" დირექტორს გამოძიება უკვე უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია. 

დღის ამბები