03 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 7 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 7 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 
 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალსა და მარტში, "ქურდული სამყაროს" წევრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მოდავე მხარეებს შორის, "კანონიერი ქურდების" დავალებით "ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ და დაზარალებულებს ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. 
 
სასამართლომ "კანონიერ ქურდებს" 12 წლიანი, "ქურდული სამყაროს" წევრებს 7 წლიანი, ხოლო მათ ვინც ქურდულ სამყაროს მიმართეს 3 წლიანი პატიმრობები შეუფარდეს. 
 
 
დღის ამბები