03 მაისი 2024,   14:33
ვრცლად
სარფში მებაჟე ოფიცრებმა 186 838 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

სარფში მებაჟე ოფიცრებმა 186 838 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ფიზიკურ პირს 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი აღმოაჩნდა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი იქნა აღმოჩენილი.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები