04 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს - დღეს ბრიფინგი ადვოკატებმა გამართეს, რომლებიც დაკავების მომენტში პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობენ

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. დღეს ბრიფინგი ადვოკატებმა გამართეს, რომლებიც დაკავების მომენტში პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობენ.

ისინი ამბობენ, რომ მათ კითხვის ნიშნები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა ესებუას დაკავება.

მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევა დაკავებულს საშუალება, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მათივე თქმით, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი არ იქნება, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.

"თუ რამდენად მოხდა, ოფიციალური ვერსიით რაზეც ბრალდების მხარე საუბრობს, სახლში დაკავება, ეს რა თქმა უნდა საეჭვოა. დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ მასზე განხორციელდა ე.წ. პროპორციული ძალა, თუმცა რამდენად იყო პროპორციული ეს უკვე შეფასების საკითხია.

ასევე, გასათვალისწინებელია რომ ბადრი ესებუას არ მიეცა ნაფიცმსაჯულების არჩევის შესაძლებლობა და ეს კიდევ კითხვის ნიშნებს ბადებს.

მოდიან ე.წ. დაზარალებულები, რომლებსაც როდესაც დაცვის მხარე ეკითხება არის თუ არა ჩვენს უკან მდგომი პიროვნება, ისინი პასუხობენ, რომ არ არის ეს პიროვნება, ან პასუხობენ, რომ ამოცნობა არ შეუძლიათ. შესაბამისად, უკვე გამოდის, რომ ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს," - აცხადებს ადვოკატი ალექსი კობაიძე.

დღის ამბები