27 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე ფრისკისა და სლოუფ სთაილის საკვალიფიკაციო ეტაპები გაიმართა

ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე ფრისკისა და სლოუფ სთაილის საკვალიფიკაციო ეტაპები გაიმართა, რომელშიც ორი ქართველი სპორტსმენი ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი მონაწილეობდნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპები ათლეტებმა ვერ გაიარეს, თუმცა დააგროვეს საკმარისი ქულები, იმისთვის რომ მომავალში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა.

დღეს კი დიდველის მთაზე გაიმართება ფრისკისა და სნოუბორდის სლოუფ სთაილის საკვალიფიკაციო ეტაპები ქალთა შორის და სნოუბორდის სლოუფ სთაილის ფინალი.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს 5 მარტამდე გაგრძელდება.

დღის ამბები