საქართველოს ნომერ პირველი დიპლომატი სიტყვით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, მაღალი დონის სეგმენტის 52-ე სესიაზე გამოვიდა. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა. ასევე საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს ახლად არჩეული წევრის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
საგარეო საქმეტა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი ვითარება რთულია, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობა კი აუცილებელი.