თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, გამოძიება ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო ქმედებებს ედავება.