03 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, მსჯავრდებული პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უარყოფს. 

"3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე.

პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული," - ვკითხულობთ პოსტში.

დღის ამბები