30 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს სანქციები დაუწესა.

სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.

იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს", "როსბანკს", რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს.

დღის ამბები