16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
მსვლელობა რეგიონებიდან - რუსთაველის გამზირი მთელი საქართველოდან, საერთო სახალხო შეკრებაზე, ჩამოსულმა ადამიანებმა დაიკავეს

დედაქალაქი და ქვეყნის ყველა რეგიონი - რუსთაველის გამზირი მთელი საქართველოდან, საერთო სახალხო შეკრებაზე ჩამოსულმა ადამიანებმა დაიკავეს. თბილისში მოქალაქეები ერთი მიზნით და სურვილით - ეროვნული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გაერთიანდნენ.

ავტოკოლონა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტიდან დილიდან დაიძრა და გზის მთავარ მაგისტრალზე უწყვეტი ჯაჭვი შექმნა. ბოლო გაჩერება რუსთაველის გამზირია- საერთო სახალხო შეკრებაზე, რეგიონებიდან მშვიდობისა და განვითარების მხარდასაჭერად მივიდნენ.

ავტოკოლონა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტიდან დილიდან დაიძრა და გზის მთავარ მაგისტრალზე უწყვეტი ჯაჭვი შექმნა. ბოლო გაჩერება რუსთაველის გამზირია- საერთო სახალხო შეკრებაზე, რეგიონებიდან მშვიდობისა და განვითარების მხარდასაჭერად მივიდნენ.

ავტომობილების ნაკადი არ წყდებოდა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალურ გზაზე. განსაკუთრებით დატვირთული იყო თერჯოლა–ზესტაფონის მონაკვეთი, სადაც კოლონებმა საცობიც კი შექმნეს. ეროვნული დროშით მოძრავი ავტომობილების გადაადგილებას ადგილზე საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.

დასავლეთიდან წამოსულმა ავტოკოლონამ გადატვირთა რიკოთის უღელტეხილი. მიკროავტობუსებისა და ავტობუსების კოლონა წამოვიდა დილით სამეგრელოდანაც. ზუგდიდიდან, დედაქალაქში ადამიანები "მამულის, ენისა და სარწმუნოების" დასაცავად ჩამოვიდნენ. საერთო სახალხო შეკრებას, გამჭვირვალობის კანონპროექტის მხარდამჭერები ფოთიდანაც შეუერთდნენ. ამბობენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება.

თბილისში დაგეგმილ აქციას მოქალაქეები აჭარიდანაც შეუერთდნენ. ბათუმელების შეკრების ადგილი ცენტრალური სტადიონი იყო. ყველა ვინც საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრა ამბობს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ეროვნული ღირსების დასაცავად ერთიანდებიან. ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის მხარდასაჭერად ავტო კოლონა გურიიდანაც წამოვიდა.

სრულად დაიტვირთა გორის ავტობანიც. საერთო სახალხო შეკრებაზე, დედაქალაქის მიმართულებით მიმავალ კოლონას შიდა ქართლიდანაც შეუერთდნენ. ევროპული მომავლის, განვითარების და ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად, პირველი ნაკადი ხაშურიდან დაიძრა და საგზაო ჯაჭვში ჩაება.

ასობით მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაიძრა კახეთიდანაც. საერთო სახალხო შეკრებას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი უერთდება. ტრადიციების, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დაცვა- ეს არის დედაქალაქში ჩამოსული ადამიანების მთავარი სათქმელი.

საერთო სახალხო შეკრებაზე დედაქალაქში, კოლონები მასშტაბური აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოვიდნენ. მთავარ სათქმელს დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების მთავარი ატრიბუტი ეროვნული დროშა ამბობდა, სწორედ ეროვნული ღირებულებების, ფასეულობების, ევროპული მომავლისა და განვითარების სურვილმა გამოიყვანა მოქალაქეები ქუჩაში.

დღის ამბები