21 მაისი 2024,   12:51
ვრცლად
თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება იმართება

მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება იმართება.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.

ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

დღის ამბები