17 მაისი 2024,   22:12
ვრცლად
სუვერენიტეტი ნიშნავს იყო უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და უფრო მეტად აკონტროლებდე საკუთარ ბედს - ღირსება ამ პოლიტიკური საერთო პროექტის საფუძველია - შარლ მიშელი

ჩვენ გვაქვს სტრატეგია: ამას ჰქვია ევროპის სუვერენიტეტი ან სტრატეგიული ავტონომია. სუვერენიტეტი ნიშნავს იყო უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და უფრო მეტად აკონტროლებდე საკუთარ ბედს, - განაცხადა ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების მე-20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სუვერენიტეტი სამ საყრდენს ეფუძნება.

"ესაა დემოკრატიული ღირებულებები და დემოკრატიული პრინციპები, ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა და თავდაცვითი მზადყოფნა. ღირსება ამ პოლიტიკური საერთო პროექტის საფუძველია. გაფართოება არის ჩვენი სუვერენიტეტის სტრატეგიის ქვაკუთხედი და ჩვენ, კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. ვიმეორებ ჩემს მტკიცე რწმენას: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ორივე მხრიდან - 2030 წლისთვის გაფართოებისთვის. კანდიდატი ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს აუცილებელ რეფორმებსა და ყველა ორმხრივი დავის მოგვარებას. ევროკავშირის მხრიდან ეს ნიშნავს ჩვენი პროგრამების, ბიუჯეტისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირებას“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები