27 აგვისტო 2026,   01:13
ვრცლად
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება - ჩვენება დღეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აკაკი კობალაძემ მისცა
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. ჩვენება დღეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აკაკი კობალაძემ მისცა. მან ქრთამის მიცემის, მუქარის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდება უარყო. თქვა რომ თედო გობეჯიშვილი მისი ახლო მეგობარი იყო და მისი მხრიდან არანაირ მუქარას თუ თანხის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. მან საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
 
აკაკი კობალაძის დაკითხვა 22 მარტს, მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება - ამავე საქმეზე ბრალდებულია აკაკი ხუსკივაძე. გამოძიების ცნობით, ისინი თედო გობეჯიშვილს ერთ-ერთი პარტიის სახელით თანამდებობიდან გადადგომას და არჩევნების გაყალბებაზე განცხადების გაკეთებას სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.
დღის ამბები