28 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
გორში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს - "კურიერის" ინფორმაციით, ავტო-სამრეცხაოში დაწყებული უთანხმოების მიზეზი უფასოდ მომსახურების მოთხოვნა გახდა

გორის გარეუბანში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მანქანების სამრეცხაოში დაპირისპირება სიტყვიერი კამათით დაიწყო, რაც სროლით და მკვლელობით დასრულდა.

დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 
 
"კურიერის" ინფორმაციით, სამრეცხაოში დაწყებული უთანხმოების მიზეზი უფასოდ მომსახურების მოთხოვნა გახდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობის ფაქტზე უკვე დაკავებულია 1 პირი.
დღის ამბები