ჩაივლის თუ არა თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა კვლავ ხმაურიანად - ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს დეპუტატები უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
კოდექსის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემთხვევაში, სასულიერო პირებს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრებისგან განსხვავებით, კვლავ შეეძლებათ უარი თქვან სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.
კანონპროექტს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ ოპოზიციაში. განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში.
ავტორი: მაია გრიგოლია