15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
თეა ახვლედიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელთან, ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

მხარეებმა მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის მიზნით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც, დიდწილად გულისხმობს, პროგრამაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას.

დღის ამბები